ნავიგაცია...
საველე გასვლა, სადაც ძლივს მოვახერხე წასვლა ჩემი გადარეული
დღის რეჟიმის გამო.
წინა დღით წვიმდა, საშინლად ციოდა და დასავლეთში ხვავრიელად
ჩამობარდნა კიდეც.
გასვლის ღამეს კი, ისეთი ქარი ამოვარდა, მთელი ღამე
არ დამაძინა... მეგონა, რომ ან ფანჯარას შემომიგლეჯდა, ან სახურავს ახდიდა კორპუსს...
მაღვიძარამ სრულიად უსარგებლოდ დამირეკა დილით, მაინც
მეღვიძა...
მინდოდა წასვლა, რა თქმა უნდა, მაგრამ გულს მიკუმშავდა
ამინდი... რადგან, რთულად ვუძლებ სიცივეს.
რაც შემეძლო თბილად ჩავიცვი, ხელთათანებით და ქუდით
შევიარაღდი და შეკრების ადგილისკენ გავეშურე.
მეტროში შავლეგო შემხვდა და პირველი, რაც გავაკეთე,
სიგარეტი წავართვი მასაც და მის მეგობარსაც, თორნიკეს, რომელიც ასევე ერთ-ერთი გამომწვევი
იყო ჩვენი უმოწყალო „დასჯისა“ წინა გასვლაზე.
გამოვართვი იმ პირობით, რომ დღის ბოლოს დავუბრუნებდი(კიდევ რომ
არ მოენდომებინათ ჩუმად მოწევა)...
შეკრების ადგილზე მობუზულები დამხვდნენ რეკრუტები.
ქალაქში კიდევ არა უშავდა, როცა ქალაქიდან გავედით,
ორმაგად გაძლიერდა ქარი...
მივდიოდი და თვალებს ძლივს ვახელდი... ქარი მწყობრიდან
ხან მარჯვნივ მაგდებდა, ხან-მარცხნივ და ჩემს
უკან მომავალი გივი სიცილით იგუდებოდა ამის გამო...
ლისის ტბის ტერიტორიაზე გვქონდა საველე პრაქტიკა.
ცოფიანი ქარი ქროდა.
ყინავდა...
...მომენტი, როცა ხვდები, რომ უკვე ნაბიჯის გადადგმა
გიჭირს, რადგან კუნთები გაგეყინა... სისხლიც...
მოგვაწყვეს...
რეკრუტების ნახევარი ჯგუფებად გადაანაწილეს.
სანამ მათ დავალებებს აძლევდნენ, ჩვენ, დარჩენილები, უმოქმედობისგან გავითოშეთ.
-ოც აზიდვას გააკეთებდა კაცი. - ინატრა ჯუტამ, ერთ-ერთმა
რეკრუტმა.
ყველანი უყოყმანოდ დავეთანხმეთ, კბილების კაწკაწით.
-აზიდვებს ხომ არ შემოგვთავაზებდით ბატონო მეთაურო?
- გაახმიანა ჩვენი სურვილი ჯუტამ.
-არა! რა მოხდა, გცივააათ?!
-დიიიიიიახ!
-კარგიააა!!!
-გავაკეთებთ რა აზიდვებს...
-ლაპარაკიიიი!!!
-თუ არ გავჩუმდები დაგვსჯით? - არ ცხრებოდა ჯუტა.
ყველანი სულმოუთქმელად ველოდით, როდის მოგვცემდნენ მუშტებზე გადასვლის
ბრძანებას.
ამასობაში, ერთ-ერთ ჯგუფს ფიზიკური აქტივობების გაკეთება
დაავალეს...
შურიანი თვალებით ვუყურებდით.
... ბოლოს და ბოლოს ჩვენც გვეღირსა... შეგვიბრალეს მეთაურებმა...
ბუქნების კეთების დროს, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს
გაყინული სისხლი იმტვრეოდა ძარღვებში, მუხლებთან...
საბოლოოდ, ჩვენც გადაგვანაწილეს ჯგუფებში...
აღმოჩნდა, რომ ჩვენს ჯგუფში მყოფთაგან, ყველა დაესწრო
თეორიულ შეხვედრას, მაგრამ პრაქტიკაში როცა დაგვჭირდა, აღმოჩნდა რომ არავის არაფერი
ახსოვდა.
კომპასი პირველად მეჭირა ხელში და წარმოდგენა არ მქონდა
რა უნდა გამეკეთებინა, რომ მითითებული კოორდინატი მისი დახმარებით მეპოვა...
სხვებიც ანალოგიურად...
-სირცხვილია, როცა 4 ადამიანი, ესწრებოდით ლექციას და
ახლა არ იცი რა აკეთოთ!- შეგვარცხვინა ლევანმა, ჩვენმა მეთაურმა...
თავს ვერაფრით გავიმართლებდით...
მან მოთმინებით აგვიხსნა კომპასის მოხმარების წესი და დაამატა: -თქვენი და სხვა ჯგუფების საპოვნი წერტილები მაქსიმალურად ახლო-ახლოსაა... ჩვენ ვცდილობთ "ცხოვრება გაგირთულოთ", ისევ და ისევ იმიტომ, რომ რამე ისწავლოთ. მე კი, შეიძლება ხანდახან რაიმე სახის დახმარება ან რჩევა "მოგყიდოთ", რომ პაკისტანში არ წახვიდეთ...
რთული დღე აღმოჩნდა...
ქარი, ქარი, ქარი...
ისეთი ქარი, ნაბიჯს რომ არ გადგმევინებს.... სმენას
და მხედველობას რომ გიხშობს...
ყინვა...
თითები გამიშეშდა...
ჩვენი ჯგუფიდან ერთი ბიჭი წავიდა...
ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ დრო გადიოდა, ჩვენ
კი ერთი კოორდინატიც ვერ ვიპოვეთ...
უფრო სწორად, ვიპოვეთ ნიშნული, მაგრა სხვა ჯგუფის... ამან უფრო აგვირია გზა-კვალი.
უფრო სწორად, ვიპოვეთ ნიშნული, მაგრა სხვა ჯგუფის... ამან უფრო აგვირია გზა-კვალი.
ლევანს შევებრალეთ და ჩვენი პირველი კოორდინატის ადგილზე მიგვიყვანა, ყოველგვარი "გამოსასყიდების" გარეშე, რადგან უამისოდაც გვსჯიდა ამინდი...
ახლა თქვენ უნდა გააგრძელოთო...
ახლა თქვენ უნდა გააგრძელოთო...
მაგრამ ისევ დავიკარგეთ...
უსაფუძვლო გახდა ჩვენი ყველა მცდელობა... დავეხეტებოდით
დაწითლებული ცხვირებით, ქარისგან დაცეცხვილი ლოყებით და უბედური სახეებით...
სამის ნახევარი გახდა ამასობაში, ჩვენ კი 5 კოორდინატიდან
ერთი გვქონდა ნაპოვნი....
ნაპოვნი რა...
ლევანმა გვაპოვნინა...
თასმა გამეხსნა ფეხსაცმელზე...
და ვერ შევიკარი. იმდენად გაყინული მქონდა თითები...
და აქ გავტყდი...
უბრალოდ, მეტი მართლა აღარ შემეძლო...
ან, იქნებ შემეძლო კიდეც...
„დავიჭერი“.
უკან წამოვჩანჩალდი...
გზამდე მივაღწიე და მომავალი ტაქსი გავაჩერე.
-სად მიდიხარ?- მკითხა და ამათვალ-ჩამათვალიერა.
არანაირად არ მქონდა არც თავი და არც სურვილი, რამე
ამეხსნა მისთვის... რატომ ვიყავი ყინვისგან გაშეშებული და თავიდან ფეხებამდე მტვერში
ამოვლებული.
-მივდივარ უახლოეს დასახლებულ პუნქტთან სადაც ტრანსპორტი
მოძრაობს.
აშკარად დაკარგული ვეგონე, კიდევაც შევებრალე, ეჭვის
თვალითაც შემომხედა, არ ვეგონე ნორმალური...
მოკლედ, ჩემი ხელთათმანები გავაყოლე ამ ტაქსს, შიგ დამრჩა,
მაგრამ, გულიც არ დამწყვეტია, გამიხარდა კიდეც, რადგან მივიჩნიე, რომ ხელთათმანების
სეზონი ამ გიჟი, ცოფიანი ქარით აწრიალებული დღით დასრულდა!
... და შავლეგოს და თორნიკეს უსიგარეტოდ დატოვებაც მოვახერხე...
სახლში რომ მოვედი და ჩანთა გავხსენი, მერეღა გამახსენდა მათი სიგარეტები...
რა მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ ჩემს ჯგუფში?
იპოვეს რომელიმე კოორდინატი თუ არა?
არ ვიცი...
ვიცი მხოლოდ ის, რომ სადილის დროს ისაუბრეს, მოყვნენ
საკუთარი თავების შესახებ, მაგრამ ნახევარი ნაამბობი არ ესმოდათ, ქარი ყლაპავდა მათ
ხმებს...
ვიცი რომ ინდივიდუალური დავალებებიც შეასრულეს და კომპასთან
დამეგობრდნენ...
ვიცი რომ ბევრი იცინეს და ამ სიცილითვე გადააგორეს სასჯელები...
და ისიც ვიცი, რომ ამ ნებაყოფლობითი „დაჭრისთვის“ „დავიდაღე“
და ქმედების განმეორების შემთხვევაში კურსს დავტოვებ...
არ მინდა კურსის დატოვება...
და ვიმედოვნებ უფრო ყოჩაღად ვიქნები...
...... იმას
უფრო მეტად ვიმედოვნებ, რომ ასეთი „ცოფიანი“ ამინდი, არც ერთ გასვლაზე აღარ იქნება.
p.s. ძალიან
უმართლებთ რეკრუტებს, რომლებიც ბ-ნი ზაზას ჯგუფში ხვდებიან.
ხომ შეიძლება
ერთხელ მეც მოვხვდე?...
იმიტომ კი არ მინდა, რომ ბევრი ფოტო მექნება... J J
J
ააარა...
უბრალოდ ძალიან კეთილი და ლოიალური მეთაურია.
J
J J
p.p.s. ფოტოებიც
მინდა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას სასჯელი მოყვება... J
J J
მაგრამ მე, როგორც „ყველაზე ენაგრძელი“ ... J J J
……….
მარი, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, მთელი ერთი საათი "პაკისტანში" ვიბოდიალეთ სრულიად უმისამართოდ, მერე მეთაურმა შეგვაწყვეტინა უთავბოლო ბოდიალი, საწყის ადგილას დაგვაბრუნა, დეტალურად აგვიხსნა კომპასით სარგებლობის წესები და ხუთივე წერტილი უპრობლემოდ ვიპოვეთ.. ბოლოებმა დავიწყეთ ძებნა და პირველები მოვრჩით, 3-ის ნახევარზე შეკრების ადგილზე ვიყავით :)
ОтветитьУдалитьთეოო... ეს "პაკისტანი" რა კარგი გამახსენე...
ОтветитьУдалитьkargi postia magram batoni zazas jgufshi moxvedra ar nishnavs imas rom martivad gadalaxav barierebs ertxel me viyavi batoni zazas jgufhsi da sakmaod xshirad visjebodit da arc gvexmareboda yvelaferma wesebis sruli dacvit chaiara
ОтветитьУдалить... ჰოდა, რომ დავისჯები მაგას შეგუებული ვარ და ფოტოები მაინც შემრჩებაააა... :D
ОтветитьУдалитьთან ზაზასთან შედარებით ხალისიანად მაინც დაისჯები :D
ОтветитьУдалить