ყოველთვის ვამბობდი, ბიჭი რომ ვიყო, აუცილებლად წავიდოდი-თქო ჯარში...
მიზიდავდა ეს სფერო... და ძალიან მომწონდა და მომწონს სამხედრო ფორმა. J
ცოტაოდენი ხნის წინ, ინტერნეტში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აისის" მიერ ორგანიზებულ, „სამხედრო–სალაშქრო
საბაზო კურსის“ შესახებ ინფორმაციას გადავაწყდი. უზარმაზარი მოტივაციით შეიარაღებული გამოვცხადდი გაცნობით
შეხვედრაზე, უამრავი შეკითხვა დავსვი და ამით დავამახსოვრე თავი ყველას...
როგორც წესი ამ კურსს ბოლომდე ვერავინ გადის... შუა
გზიდან გარბიან–ხოლმე... ეზარებათ, ან ხვდებიან, რომ აქ მათი ადგილი არაა.– თქვა პრეზენტატორმა. –პირველი, საცდელი გასვლა დაახლოებით
20–კილომეტრიან დისტანციაზე იქნება, საშუალოდ რთულ რელიეფზე... 10 კვირის მანძილზე,
ყოველ კვირას იქნება მსგავსი გასვლები, მიუხედავად ამინდისა...
დადგა კვირაც... წინა დღით გადაუღებლად წვიმდა, რაც აშკარად უარყოფითად
მოქმედებდა ჩემს განწყობაზე. გვიან დავიძინე, შესაბამისად დილით ცუდ განწყობაზე გამეღვიძა.
უკმაყოფილო, აბუზღუნებული განწყობით გავემართე შეკრების ადგილისკენ. ციოდა. სავარაუდო
სალაშქრო ტერიტორია თოვლით იყო გადათეთრებული.
პირველი მოწყობისთანავე 2 ჯგუფად გაგვყვეს... ძალიან გამიმართლა, რომ მეორე ჯგუფში მოვხვდი, რადგან
მოწყობისას მეორე ჯგუფი ასფალტთან ახლოს მოეწყო, პირველი ჯგუფი კი პირდაპირ ტალახში
და იქვე მოუხდათ მუშტებზე აზიდვების კეთება... თუმცა, სახარბიელო მდგომარეობა არც ჩვენ
გვქონდა... ასფალტზე მიმოფანტული წვრილი კენჭები ძვლებამდე შევიდნენ ხორცში...
–გინათ ვარჯიში?–ყვიროდა „ბატონი მეთაური“.
–არააა!
–გააგრძელეეთ!
–გვინდაააა!
–კარგია, გააგრძელეთ!
–.....ვფიქროოობთ!
–გადადით მუშტებზე და ისე იფიქრეთ...
არ შეიძლება საუბარი!
არ შეიძლება ფოტოების გადაღება!
მწკრივის დარღვევა ან უნებართვოდ დატოვება...
წყლის დალევა, სიგარეტის მოწევა, ჭამა...
არ შეიძლება
სიცილი!
ხელები ჯიბეებში...
არ შეიძლება ტელეფონით სარგებლობა!
...
არ შეიძლება ტელეფონით სარგებლობა!
...
დავიძარით... რა რთული ყოფილა მწყობრში, ჩუმად სიარული... უფლება არა გაქვს გადაასწრო შენს წინ
მიმავალს, მნიშვნელობა არა აქვს შენ უფრო სწრაფად გინდა სიარული, თუ – ნელა... უფლება არა გაქვს აღნიშნო, როცა რამე საინტერესოს
დაინახავ... სულ შენს წინ მიმავალს უნდა უბურღო თვალებით კეფა, მაშინაც კი, როცა კაპიუშონი
ახურავს...
ძნელია, როცა იცი, რომ შენი მცირე „გადაცდომისთვის“
მთელი გუნდი ისჯება და ეს ორმაგად გბოჭავს
და გაიძულებს, წესები არ დაარღვიო...
მივდიოდით და სიჩუმეს მხოლოდ ტალახში ფეხების ტყაპა–ტყუპი
არღვევდა... გადავედით გზიდან და ფიჭვნარს შევერიეთ, წინა ღამის დათოვლილს... თოვლი
დნებოდა და წვიმად გვეშხაპუნებოდა კაპიუშონებზე...
პირველი შესვენებისა და წყლის დალევის უფლება 7 კილომეტრის
გავლის შემდეგ მოგვეცა. ცოტაოდენი ხმის ამოღებისაც...
ამ 7–კილომეტრიან
მონაკვეთზე ერთ გოგონა „დაგვეჭრა“ და გამოგვაკლდა. „დაჭრილი“– ეს არის ადამიანი, რომელსაც ენერგია არ ჰყოფნის და საკუთარი
სურვილით ტოვებს გუნდს.
მერე ისევ სიარული, გაურკვევლობა... არ იცი სად მიდიხარ, რა მანძილი დაგრჩა გასავლელი და
რა გელის წინ.
წინ კი ნამდვილად გველოდა ისეთი რამეები, როგორიცაა ფეხზე მდგარი 5-წუთიანი შესვენებები, მწყობრის დაურღვევლად... ან ვინმეს "გადაცდომის" გამო მუშტებზე აზიდვები... თოვლი რომ ხელებს გიყინავს და წიწვები უმოწყალოდ გჩხვლეტენ, მაგრამ, მაინც, სიცილს რომ ვერ იოკებ...
მუქარის ტონი :-დაიცადეთ, ცოტაც და აღარ იქნებით სიცილის განწობაზე!
მერე ისევ სიარული...
გზა გაიწელა. ფიქრებში წავედი... დაახლოებით ნახევარი საათი ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი წინ მიმავლის სვლას და რიტმულად ვუწყობდი ნაბიჯებს...
გზა გაიწელა. ფიქრებში წავედი... დაახლოებით ნახევარი საათი ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი წინ მიმავლის სვლას და რიტმულად ვუწყობდი ნაბიჯებს...
წამოვეწიეთ პირველ ჯგუფს, რომელიც ჩვენს წინ მოძრაობდა
და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ მათ რიგებში არ ვიყავი, რადგან მათი „ბატონი მეთაური“
გაცილებით მკაცრი და მომთხოვნი იყო და შემაშინებლად
ხმამაღლა ახერხებდა ყვირილს...
მოლზე გავედით.
მზე აცხუნებდა და ოხშივარი ასდიოდა ნაწვიმარ მიწას. ეს ოხშივარი სქელ ბურუსს
ქმნიდა და წინ მიმავალნი მოჩვენებებივით იკარგებოდნენ შიგ. მარჯვნიდან ჩიტების ჟღურტული ანებივრებდა სმენას,
მარცხნიდან კი თოვლის დნობის ხმა...
მერე ისევ ფიჭვის კორომი, მზის მცხუნვარე სხივები და
ხავსში აბრჭყვიალებული წვეთები...
გაზაფხულის თოვლით დაფიფქულ ფიჭვნარს უამრავი უარყოფითი
მხარე აქვს. დნობაშერეული თოვლი წვეთავს და წვიმის იმიტაციას ქმნის, გასველებს, კეფაზე
გეწკაპუნება... წიწვები უმოწყალოდ გჩხვლეტენ,
ტოტები თმებში გებურდებიან, ფეხქვეშ დაფენილი
სქელი წიწვების საფარის ქვეშ დამალული გირჩები ფეხქვეშ გორავენ და ხელს გიშლიან, წინ
მიმავლის გამოტყორცნილი ტოტი შეუბრალებლად გწკეპლავს...
მაგრამ არ შეიძლება
არ გრძნობდე შრობაშეპარული წიწვების ოხშივარის
მათრობელა სურნელს... სირბილეს ფეხქვეშ... და არ ხედავდე უამრავ ამოწვერილ მარწყვს...
ნეტარებით ივსები, როცა წარმოიდგენ რამდენი
მარწყვი ღუის აქ ზაფხულში...
შევისვენეთ...
მწეველებს საშუალება მისცეს სადილამდე მოეწიათ, მაგრამ
რიგ–რიგობით... ჩვენ კი ვალდებულნი ვიყავით დავლოდებოდით, რადგან მათ გარეშე არ გვაძლევდნენ
სადილობის უფლებას.
–უნდა გადაწყვიტოთ რაა მთავარი, სიგარეტი, სადილი თუ
მეგობრის ინტერესები!–გამოგვიცხადა „ბატონმა მეთაურმა“.
–მეგობრებს როგორ შევიძენთ, თუ საუბრის საშუალებას არ
მოგვცემთ?–ვერ დავიოკე ენა.
მერე სადილი... ღიმილიც აქა–იქ... ლაპარაკის განწყობაზე
მოსული ადამიანები...
ვჭამდით ფრთხილად და ყურადღებით ვათვალიერებდით მიწას... ნამცეცი არ უნდა დაგვვარდნოდა, თორემ ამას აუცილეობად მოყვებოდა მკაცრი რეაქცია... მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, „ბატონმა მეთაურებმა“ მაინც მოახერხეს ყველის და ვაფლის ნამცეცების პოვნა, რასაც ბუქნები და მუჭებზე აზიდვები მოჰყვა შედეგად...
არადა რა ძნელია ამის კეთება გატიკნული მუცლით...
ვჭამდით ფრთხილად და ყურადღებით ვათვალიერებდით მიწას... ნამცეცი არ უნდა დაგვვარდნოდა, თორემ ამას აუცილეობად მოყვებოდა მკაცრი რეაქცია... მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, „ბატონმა მეთაურებმა“ მაინც მოახერხეს ყველის და ვაფლის ნამცეცების პოვნა, რასაც ბუქნები და მუჭებზე აზიდვები მოჰყვა შედეგად...
არადა რა ძნელია ამის კეთება გატიკნული მუცლით...
უკან დავბრუნდით, ამჯერად აღარ მოგვიხდა ტყეებში გზების გაკვლევა და ტოტებში ხლართვა. სამანქანე გზაზე გვატარეს. აქ მცირე გამოცდა, აღმართზე სირბილი... ამ აღმართმა 3 „დაჭრილი“ შეგვმატა.
მივდიოდით და გვხვდებოდნენ მანქანები, საიდანაც გაოცებული
ადამიანები გვიყურებდნენ, რადგან გზის საკმაოდ
დიდ მონაკვეთზე ვიყავით ჩამწკრივებულნი, დაახლოებით 140 „კამიკაძე“...
უსაშველოდ დიდი დაღმართი... კუნთებს მოდუნების საშუალება
მიეცათ. მერე, შორს ქალაქის ხედი და ერთგვარი შვება...
დაახლოებით 5 საათისთვის დასრულდა საცდელი გასვლა, უმრავლესობამ
თავი გაართვა სირთულეებს.
მომდევნო ორი დღე მოძრაობის უნარი წამერთვა
და ამან გარკვეულწილად დააგდო ჩემი მოტივაცია. არც ისეთი ძლიერი ვყოფილვარ, როგორც
წარმომედგინა.
როგორ მოვიქცევი მერე? გავაგრძელებ თუ არა?
ეს, ჯერ, თვითონაც არ ვიცი.
მარ მშურს შენი საინტერესო თავგადასავლის!!! შესანიშნავია!!! მე ფიზიკურად ამდენს ვერ შევძლებდი, მაგრამ რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით გავივლიდი მაგ გზას. წარმატებებს გისურვებ "ჯარისკაცო"!!! :))) ძლიერი გოგო ხაააარ!!!!
ОтветитьУдалитьმე პირველ ჯგუფში ვიყავი. მეტს აღარ დავწერ არაფერს :D :D
ОтветитьУдалитьპირველი დასჯა შენს ხუმრობით ნათქვამ "არა"-ს მოყვა :დ:დ
ОтветитьУдалитьეგ არ დავწერე ასე სახალხოდ... :D ბოდიშს გიხდით ჩემს გამო დასჯილებო. :(
ОтветитьУдалитьეჰ, ვანელი ვანელობას მაინც არ მოიშლის რავა აურია ტყუილ-მართალი ერთმანეთში :D მაგარია, ერთი-ორი აბზაცი გადავაკოპირე ჩემთვის :P
ОтветитьУдалить:D როოომელი ხარ ერთი შენ.... დამენახეე... :D რომელ "ტყუილზე" შეგტკივა გული? :D
ОтветитьУдалить"ვანელობაზე" თავდასხმა მოსალოდნელი იყო. :D :D
აი მაგალითად სარკის გამო დავისაჯეთ და არა ვაფლის ნარჩენების გამო (მანდ უკვე შევეცოდეთ) :P რომელი ვარ და ვანელი ვარ :P ხელსახოცის დაგდების გამო რომ დაისაჯეთ ყველა მე ვიყავი რო გაომვედი მე დავაგდეთქო :d
ОтветитьУдалитьვანელი ხააარ??? და ასეთი გულისხმიერიიი???
ОтветитьУдалить:D
ხდება ხოლმე :D
ОтветитьУдалитьისევ ვანელი თუ გამოგიჭერს ტყუილებში და "გაგყიდის"... :D
ОтветитьУдалить