საოცრად ლამაზი სანახავია ხადა ზამთრის მიწურულს. შეცოტავებული
თოვლი... შემლღვალი ყინულები საჩანჩქერეებზე... ჰაერიც უფრო თბილი და გაზაფხულის სურნელშერეული...
ექოებიც უფრო მკვეთრი... მდინარის ხმაურის ექო კლდეებზე...
თვალები რომ დახუჭო, ვეღარ მიხვდები მდინარე დაბლა მიედინება თუ სადღაც, კლდეში...
გზებზე პატარა ნაკადულები და შერბილებული, ოხშივარადენილი მიწა... ალაგ-ალაგ თხელი
ყინული პატარა ნაკადულებზე ფარად...
...ქვეშეთამდე მოგვიყვანა ტრანსპორტმა, ჩამოვქვეითდით
და ფეხით შევუყევით ხეობას...
ნისლები დაცურავდნენ და ნაცრისფრად სუდრავდნენ მთათა კალთებს... მივდიოდით
და გზადაგზა ფეხქვეშ მივიმტვრევდით ყინულებს, თითქოს ბორკილებს ვუმტვრევდით პატარა
ნაკადულებს...
გზადაგზა უამრავი კოშკი გვხვდებოდა ფერდობებზე, მაგრამ
გზიდან არ გადაგვიხვევია... გზის ნახევრის
გავლის შემდეგ დაიწყო რთული აღმართი... გოგონებს გაუჭირდათ, რამოდენიმე ადამიანი დავწინაურდით...
ბეგოთკარამდე შეუჩერებლივ ვიარეთ, აქ კი შევისვენეთ და დაველოდეთ დანარჩენებს, რომლებიც
დაახლოებით 40 წუთში წამოგვეწივნენ...
ულამაზესი ეკლესია დგას ბეგოთკარში... ჩამონგრეულია ფასადი, მაგრამ რომ შეხედავ, გეგონება ასე სპეციალურად მოუხატავთო... დაკეტილია და დადუმებული... გატეხილი კიბეა შერჩენილი, სამრეკლოზე ასასვლელი... ერთმა გაბედა ასვლა და ზარებს შემოჰკრა... წკრიალა ხმა გამოსცეს ზარებმა, მოედნენ ხეობას... ალბათ, რა ხანია არავის აუჟღერებია ეს ზარები...
ულამაზესი ეკლესია დგას ბეგოთკარში... ჩამონგრეულია ფასადი, მაგრამ რომ შეხედავ, გეგონება ასე სპეციალურად მოუხატავთო... დაკეტილია და დადუმებული... გატეხილი კიბეა შერჩენილი, სამრეკლოზე ასასვლელი... ერთმა გაბედა ასვლა და ზარებს შემოჰკრა... წკრიალა ხმა გამოსცეს ზარებმა, მოედნენ ხეობას... ალბათ, რა ხანია არავის აუჟღერებია ეს ზარები...
გავეშურეთ წკერესკენ... აქ სვლა გართულდა... გაუკვალავი
იყო თოვლი და გაყინული... ვერ უძლებდა ჩვენს სიმძიმეს, ფეხქვეშ გვეფშვნებოდა და მუხლამდე
თოვლში მოწყვეტით ვეფლობოდით... გზის ბოლო მონაკვეთმა ენერგია გამოგვაცალა... უკან
არ ვიხევდით, ვინ მუხლებით მოდიოდა, ვინ ოთხით...
უცნაური ისაა, რომ ხედავ სოფელს, თითქოს ერთი ხელის
გაწვდენაზეა, არადა რამხელა ენერგია გინდა რომ მიაღწიო იქამდე...
ისევ დავწინაურდი... შევედი სოფელში... რა ლამაზი იყო,
რა იდუმალი და ჩუმი ეს მიტოვებული კედლები... ღობეებს, ხეებს, ყინულის ეკლები გამოესხათ...
მსგავსი არასოდეს არაფერი მინახავს... გულისტკენამდე ლამაზი იყო ყველაფერი.
ანიკა ბებოს სახლს მივადექი... ტელევიზორის ხმა მესმოდა
შიგნიდან. მივაკაკუნე. არავინ გამომხედა.
-ანიკა ბებოო!-შევძახე ერთი-ორჯერ... რაღაც გახმაურდა
შიგნით, კარი გაიღო და ანიკო ბებო გამოვიდა... -როგორა ხარ ანიკო ბებო?- თბილად მოვეხვიე
მოხუცს... გაუხარდა, ოთახში შემიპატიჟა. რა სითბო და სიმყუდროვე იყო. ღუმელი გუგუნებდა,
ზედ ჩაიდანი იდგა და თუხთუხებდა თავდავიწყებით... მოხუცი დაჯდა და საქსოვი დაიდო კალთაზე.
იქვე ელაგა უკვე მოქსოვილი ხელთათმანები, შავები, ზედ მწვანე ფიფქებით...
-ეგენი არ გამომივიდა კარგებიო.-თქვა მოხუცმა.
კალათა ედგა
ფეხებთან, მატყლის ძაფი ეგდო შიგ. ბებო გამალებით
ქსოვდა და გორგალიც მოუსვენრად აწყდებოდა კალათის კედლებს.
-როგორა ხარ ბებო, როგორ ატარებ ამ ზამთარს?
-აეგრე, ვქსოვ და ვარ. აგე, ლეიბის პირები ჩამავიტანე,
უნდა დავარღვიო, გრძელებია და უნდა დავამოკლო.
-რასა ქსოვ ბებო?
-მატყლის მაიკასა ვქსოვ, აი დაბლა სოფელს ბიჭი ცხოვრობს
და იმისთვინა. დამეხმარა და დავპირდი მოგიქსოვთქო... ერთ დღეში დავამთავრებ ამას. მხედველობა კი კარგი მაქვს შვილო მაგრამ, სმენას
ვუჩივი... ძნელი ყოფილა რომ გელაპარაკებიან და არ გეყურება.
დანარჩენებიც ამოვიდნენ ამასობაში. შემოიხიკნენ ოთახში.
ცხელ ღუმელს შემოეხვივნენ. - დაიცათ შვილო, სკამებს მოგიტანთ.-დაფაცურდა ანიკა
ბებო. -ე პატარა სკამები მე გავაკეთე, შვილიშვილები
მეჩხუბებოდნენ, რად გინდა, ვისთვის აკეთებო, აგე ვისთვის ვაკეთებ, თქვენთვისა და თქვენისთანებისთვის.
ვისაც ფეხები გაქვთ სველი გაიხადეთ ფეხზე და ახლოს მიუსხედით ღუმელსაო.-ზრუნავდა მოხუცი.
-ნუ წუხდებით ანიკა ბებო, მოვთავსდებით ყველანი.
-რასა ვწუხდები, მეც ახლა ხინკლიანი სუფრა არ დაგახვედრეთ
გაშლილი.
საოცარი სუმყუდროვე იდგა... ზოგს ჩასთვლიმა. ვიჯექი და მიკვირდა, როგორ ვეტეოდით ამ ციცქნა ოთახში
ოცდახუთნი...
-სულ მარტოკაი ვარ და ყოველდღე, თითო-თითოდ მაინც ამასულიყავითო.-გაიცინა
ბებომ.-ზამთარში ასე თქვენსავით თუ ამოვა ვინმე თორე, ისე არავინ ამოდის ამოდენა თოვლში.
ჩვენც, ბებრებსა ამ თოვლში სიარული აღარ გვიხარიან, აღარ შაგვიძლიან. იცით რა მადარდებს ყველაზე მეტად? მგონია, რომ შვილიშვილებს ვეღარა გამოვადგები.–ნაღველი გაერია ხმაში.
–როგორ ვერ გამოადგებით, ამდენ წინდებს უქსოვთ.–გავამხნევეთ...
ფანდური ედო იქვე, ფანჯრის რაფაზე მოხუცს.
–როგორ ვერ გამოადგებით, ამდენ წინდებს უქსოვთ.–გავამხნევეთ...
ფანდური ედო იქვე, ფანჯრის რაფაზე მოხუცს.
-დაგვიკარით ფანდურზე ბებო.- ვთხოვე.
ჯრუანტელისმომგვრელი იყო ჟღერადობა... ვისხედით ამ პატარა
ოთახში, თბილად და სიღერას ვაყოლებდით...
- ადრე მეუბნებოდნენ, ნეტა შენი ხელები მამაბა, რო შენსავით
დავუკრათო...
-ახლაც კარგად უკრავთ.-დავამშვიდეთ. -ანიკა ბებო, ალბათ
რა ლამაზი იყავით ახაგაზრდობაში...
იიიჰ...-ხელი ჩაიქნია მორცხვად. - ჩემს ახალგაზრდობის
სურათს გაჩვენებთ, რომ ვუყურებ, მგონია რომ ასეთი არასდროს ვყოფილვარ.-არ დაიზარა მეორე
სართულიდან სურათის ჩამოტანა მოხუცმა.
-ლექსებს ხომ არ წერთ ბებო?
-მე არა შვილო... ისე კი ვიცი... რო მავყვე ჩაიწერთ?
-მოგვიყევით. ვიდეოს გადაგიღებთ...
ტრაგიკული შინაარსის ლექსი მოყვა მოხუცმა, მშვენიერ,
მთიელ თამრიკოზე, რომელსაც ყველა ეტრფოდა, მაგრამ მისმა გულისსწორმა სხვა მოიყვანა
ცოლად, თამრიკომ კი თავი მოიკლა...
სწრფად გასხლტა ერთი საათი. ჩვენი წამოსვლის დროც მოვიდა...
წამოვიშალეთ...
გესტუმრებით გაზაფხულზე ანიკა ბებო... დავრჩებით ცოტა
ხნით, დგეხმრებით...
ამოდით შვილო, არ მამაწყენთ, შვილიშვილებიც ამამივლენ...
ბედნიერად ბებო, გაზაფხულამდე! - დავემშვიდობეთ მოხუცს
და გარეთ გამოვედით.
მე თამრიკო დეიდას შევურბინე უცებ...
მივაკაკუნე... გაუკვირდა და გაუხარდა ჩემი დანახვა...
-როგორ სულ დაისველდებოდით, ამასვლაა ძნელი თორე ჩასვლით
კი ჩახვალთ. აგე, ამას წინათ იყვნენ ამოსულები. ნისლიანი იყო... სულ საზოვეებით წამაისულან.
გზა თუ არ იცის კაცმა არ უნდა წამაიდეს, საშიშია შვილო, რამდენი დაუღუპავს ამ ზოვსა,
რო წამოვა გგონია მაასწრებ სადმე გაქცევას? ხმაურზეც წამავალის ზოვი, უფრო მაშინა,
როცა თოვს. ეგეთ ამინდში ვერც ჩანჩქერსა ნახამთ... ზაფხულში კი მართლა კარგია აქაურობა...
წელს ცოტა მოიდა თოვლი, მოხუცები შეგვინანა.
-ამ სოფელში ახლა სამნი ხართ დარჩენილები?
-კი შვილო, ზაფხულში ამავლენ, 7 კომლი ვიქნებით. აგე,
გაღმა სოფელში მეტნი ცხოვრობენ. გადმოდიან დასანიშნი ბიჭები და გვსაყვედურობენ, ამდენი
ლამაზი გოგო ამაიდის და ამდენი დასანიშნი ბიჭები რო ვართ, როგო არაფერს ფიქრობთო.-გაეღიმა
დეიდა თამრიკოს.
ვერ გავუბი საუბარი დიდხანს, უკვე უკან უნდა დავბრუნებულიყავით.
-მშვიდობიანად გატაროთ ღმერთმა.-ლოცვა გამოგვაყოლა დეიდა
თამრიკომ.
ზოლებად
დაცურავდნენ ნისლები და ფარდებივით ეფარეებოდნენ მთათა კალთებს... რაღაცას გვიფარავდნენ,
გვიმალავდნენ... ნაცრისფერი იყო ხეობა... კლდეებიც,
თოვლიც და ნისლებიც... ხოლოდ ერთ, პატარა მონაკვეთზე ვიპოვეთ არნახული სიმწვანე...
ბალახი ხასხასებდა... გაზაფხულის ნიშანი, ამ
რუხ ხეობაში.
დავბრუნდით... დღე დააგვირგვინა ფასანაურულმა ხინკალმა...
ვისხედით შეშის ღუმლით გამთბარ ოთახში, ხინკალს შევექცეოდით, ფანდურს ვაჩხაკუნებდით
და ვმღეროდით, კართან კი უზარმაზარი, ნაღვლიანი ნაგაზი გვდარაჯობდა, გემრიელობების
მოლოდინში...
გულისტკენამდე ლამაზი იყო ჭირხლთან მებრძოლი ხადა...
ეს ერთი თებერვლის დღე კი, დაუვიწყარი...
maladec mari (Y)
ОтветитьУдалитьmariii ra kargi xar :* neta mec vyofiliyavi :(
ОтветитьУдалить<3 მადლობა. :) აი აქ ყოფნა მართლა ღირდა. <3
ОтветитьУдалить