რა შეიძლება იყოს ქალაქის ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის
საუკეთესო საშუალება?
ადამიანებს ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება აქვთ.
ზოგს სახლი და კომფორტი ურჩევნია. მაგრამ არსებობენ
„თავზეხელაღებულნი“, რომლებიც არ უშინდებიან ზამთრის სიცივეს და მთებისკენ მიუწევთ
გული.
შევიკრიბეთ 8 მოლაშქრე და კახისის ტბის დასალაშქრად გავეშურეთ,
რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1752 მეტრზე მდებარეობს.
ბორჯომამდე მატარებლით ჩავედით,
შემდეგ კი, დავიწყეთ ფეხით სვლა, რკინიგზის სადგურიდან - კახისის ტბამდე.
სოფელ ჭობისხევამდე უნდა მივსულიყავით, საიდანაც უკვე შევუყვებოდით კახისის ტბისკენ მიმავალ გზას.
შემდეგ კი, დავიწყეთ ფეხით სვლა, რკინიგზის სადგურიდან - კახისის ტბამდე.
სოფელ ჭობისხევამდე უნდა მივსულიყავით, საიდანაც უკვე შევუყვებოდით კახისის ტბისკენ მიმავალ გზას.
ბევრი იყო სავალი, 21 კილომეტრი.
მძიმე ზურგჩანთებმა თავისი ქნა და მთის ფერდობზე მიმავლებს ენერგია გამოგვეცალა.
მძიმე ზურგჩანთებმა თავისი ქნა და მთის ფერდობზე მიმავლებს ენერგია გამოგვეცალა.
მთიდან მომავალი ბიჭი შემოგვხვდა.
-სად მიდიხართ? - გვკითხა გაოცებით.
-კახისის ტბაზე.
- ამაღამ იქ უნდა დარჩეთ?
-კი, იქ უნდა დავრჩეთ.
ბიჭს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.
-ეციება ღამე, გაიყინებით!
-ცეცხლს დავანთებთ...
-ფრთხილად იყავით! ნადირი იცის.- გაგვაფრთხილა და დაბლა
დაეშვა.
ბნელდებოდა, ფეხს ავუჩქარეთ. საღამოს 7 საათზე მივაღწიეთ
მიტოვებულ სოფელ, დაბაძველს.
ბლომად იდგა ხის ფარღალალა ქოხები, მიტოვებული, მოუვლელი, მაგრამ იდუმალი და ძველ პეწშემორჩენილი.
ბლომად იდგა ხის ფარღალალა ქოხები, მიტოვებული, მოუვლელი, მაგრამ იდუმალი და ძველ პეწშემორჩენილი.
ტყისმჭრელები დაგვხვდნენ სოფელში. „გაიყინებით ამაღამო“,-შეწუხდნენ.
ღუმელიანი ქოხი მიგვასწავლეს, სანთლები მოგვცეს და 2 ტომარა შეშა.
ძველი ქოხი იყო, უამრავი ღრიჭოთი, კედლებში და იატაკში
ქარი ატანდა, ციოდა...
ავანთეთ ღუმელი და შემოვუსხედით. ატკაცუნდა ნაძვის შეშა და სასიამოვნო,
ნაძვის ფისის არომატში გაგვხვია. გავთბით, ჩაი
მოვიდუღეთ, სიმღერის განწყობაც მოვიდა.
გვიან დავიძინეთ.
დილით გავემართეთ ტბისკენ. დაახლოებით 3 კილმეტრი ვიარეთ
უკვალავ, მუხლამდე თოვლში. ტბა დამალული დაგვხვდა, სქელი ყინულითა და თოვლით დაფარული.
ჩვენი ნაცნობი ბიჭი მოვიდა ცოტა ხანში, ცხენზე ამხედრებული, ბეჭზე თოფგადებული და წელზე სავაზნე ქამარშემორტყმული, მზისა და ქარისგან წითლად აწითლებული ლოყებით.
ჩვენი ნაცნობი ბიჭი მოვიდა ცოტა ხანში, ცხენზე ამხედრებული, ბეჭზე თოფგადებული და წელზე სავაზნე ქამარშემორტყმული, მზისა და ქარისგან წითლად აწითლებული ლოყებით.
-გამარჯობათ! ხომ მშვიდობითა ხართ?-მოგვესალმა რიხიანად.
გაგვახარა მისმა დანახვამ.
ჩამოქვეითდა.
-აქაური ვარ, გიგა მქვია.
-ეგ თოფი რად გინდა, სანადიროდ ამოხვედი?
-არა, მაგრამ გზაში დათვი რომ გადამეყაროს თავი ხომ
უნდა დავიცვა?
-მათხოვებ თოფს?-ჰკითხა ერთ-ერთმა მოლაშქრემ.
-გინდა გასროლინო?-ეშმაკურად გაეღიმა გიგას.
-მინდა...
ბიჭმა ქამრიდან
ვაზნა ამოიღო, თოფი დატენა და მიაწოდა. გამომცდელი თვალით აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას.
ჰაჰაჰა... არ გცოდნია სროლა... -გულიანად გაეცინა მას.
- ჩახმახი თუ არ შეაყენე, როგორ ისვრი?
-ხშირად ამოდიან ჩვენსავით, მოლაშქრეები?-ვაყრიდით კითხვებს.
-ამოდიან, როგორ არა, მაგრამ ზაფხულში. ამოდენა თოვლში
აქ არავინ ამოსულა.
-ეს ცხენი შენია?
-ჩემი ცხენია, 3 თვე დაკარგული მყავდა და გამოჩნდა ბოლოს...
გინდა დაჯდე?
-უნაგირი რომ არა აქვს?
-რად უნდა უნაგირი, ისეთი მსუქანია.-გაეღიმა მას. -
მონასტერში უკვე იყავით? მე გაგიძღვებით, გზას გაგიკვალავთ.
გავემართეთ დაბაძველის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისკენ.
მამა ლუკა დაგვხვდა მონასტერში. ხატებით დაგვასაჩუქრა,
ზაფხულში ამოდით, გაცილებით ლამაზია აქაურობაო.
-მოკლეებზე ჩაჭერით, ჩემს ნაკვალევებს გაყევით და უფრო
ჩქარა ჩახვალთ.- რჩევა დაგვადევნა გიგამ.
დავბრუნდით ქალაქში. დავბრუნდით იმ განწყობით, რომ ზაფხულში
ისევ ავალთ... ავალთ იმ ფარღალალა ხის ქოხების, ნაძვნარების ხათრით... მამა ლუკას ხათრით... ავალთ იმიტომ, რომ ყინულისა და თოვლის საბანგადაფარებული
კახისის ტბა გაღვიძებული ვიხილოთ.
ფოტოების ავტორი: ანზორ მეხრიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий