:)
ახლახანს, ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე...
2005 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული... :)
...ვზივრ თბილ ოთახში, ღუმელთან... ღუმელზე ჩაიდანი დგას და თავდავიწყებით თუხთუხებს, ცხვირიდან წყლის წვეთებს აფრქვევს, რომლებიც ვერცხლისწყალივით დაგორავენ ცხელი ღუმლის ზედაპირზე, მერე კი ორთქლდებიან და იკარგებიან...
ღუმლის ზემოთ, ანაორთქლი წყლისგან ჰაერი ლივლივებს და მასთან ერთად მთელი ოთახი ირწევა...
ვზივარ და მოჯადოებულივით შევცქერი ჩაიდანს, რომელიც ასე იოლად იმეტებს წყლის წვეთებს დასაღუპად... წვეთები გამალებით დაგორავენ, თითქოს სურთ თავი დააღწიონ ღუმლის მწველ ზედაპირს, მაგრამ ვერ ასწრებენ, შიშინებენ, თითქოს გამოსათხოვარ სიტყვებს ეჩურჩულებიან ერთმანეთს და ორთქლდებიან...
წიკწიკებს საათი და დაუნდობლად მიჰქრიან წამები, წუთები... მიჰქრიან და გული მწყდება... თვითონაც არ ვიცი, რაზე... ალბათ იმაზე, რომ ვხედავ რამდენი წყლის წვეთი იღუპება ყოველწამიერად... და, ალბათ, არა მარტო წყლის წვეთი...
გარეთ ღამეა და ბნელ კუნჭულებში დაცოცავს ყინვა...
სახლში კი ღუმელი გუგუნებს და თავდაუზოგავად თუხთუხებს ჩაიდანი...
გამახარა ამ ჩანაწერის პოვნამ...
მთელი 9 წელი გავიდა... და გუშინდელივით წარმომიდგა თვალწინ ის საღამო...

Комментариев нет:
Отправить комментарий